პროევროპული მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა. მანამდე, მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, რის შემდეგაც აქცია თბილისის მერიასთან გაგრძელდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ვაჟა-ფშაველას გამზირი გამოიარეს.
რუსთაველის გამზირზე ვითარება მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალისმიერი მეთოდებით აკავებდნენ მოქალაქეებს, იყენებდნენ ცრემლმდენ გაზსაც.