დღეს ქვეყნის მასშტაბით 15 საათზე ქალები და დედები თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში პოლიციის შენობებთან შეიკრიბებიან და აქციის მონაწილეების მიმართ შსს- ის ძალადობრივ ქმედებებს გააპროტესტებენ და საპოლიციო ძალას და არალეგიტიმურ ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ მომიტინგეებზე ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება:
"ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის. ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს. ჩვენ არაფერს ველით იმ, ნიღბიან, უნომრო, ოლიგარქის მონა “ხარებას” ხუნტის წევრებს, რომლებიც კრიმინალები არიან და პატივს არ სცემენ კანონს და კონსტიტუციას.
მოვუწოდოთ უწყებაში დასაქმებულ ყველა პოლიციელს, თუ ისინი არიან ქართველები, თუ ისინი არიან კაცები და აქვთ ღირსები ნატამალი, წინ აღუდგნენ ჩვენი და ჩვენი შვილების, მწამებლებს, შეასრულონ ფიცი და დაგვიცვან უნომრო ბანდიტებისგან!
4 დეკემბერს 15:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თვითორგანიზებულად ვიკრიბებით რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან!თბილისში ვიკრიბებით:
1. ძველი თბილისის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქ. №27
2. დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №16
3. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. №19ბ
4. ისანი–სამგორის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ. №1.
5. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68/ს. ჩიქოვანის ქუჩა №2.
ბათუმში: ტ. აბუსერიძის ქ. N11 " ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.