"თავზე გადამაფარეს საკუთარი საწვიმარი, ხელები გამიკავეს, ყველა სპეცრაზმელი სათითაოდ მირტყამდა, დაგვემუქრნენ დუბინკით გაუპატიურებით" | მოქალაქეები პოლიციის ძალადობაზე

გამოქვეყნდა:

თავზე გადამაფარეს საკუთარი საწვიმარი, რომ ვერაფერი დამენახა, ხელები გამიკავეს და დამიწყეს ცემა, ყველა სპეცრაზმელი სათითაოდ მოდიოდა და მირტყამდა. დაგვემუქრნენ, დუბინკით გაუპატიურება, გინებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი - საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი ახალგაზრდა კიდევ ერთხელ საუბრობს  იმ ძალადობრივ და დამამცირებელ მოპყრობაზე, რომელსაც შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

ყველა დაზარალებული ყვება, რომ მათ ნიღბიანი პოლიციელები. ჯგუფურად უსწორდებიან.  რამდენიმე მომიტინგე მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი საავადმყოფო დატოვა. მათი თქმით, საპოლიციო ძალები ამ ქმედებით დაშინებას ცდილობდნენ და ეუბნებოდნენ -
"კიდე მოხვალ აქციაზეო?"

"უბრალოდ ვიდექით, გაგვიტაცე და გზაში რამდენიმე ეტაპად ხდება მანქანებში ცემა. სხვადასხვა მანქანაში გადავტყავდით, თითო - თითო ავყავდით, გვცემდნენ ერთი მანქანიდან მეორეში. სრული სადიზმია. " ამბობს აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე. 

რაც შეეხება 21 წლის ალექსანდრე თირქიას, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის უცვლელია. ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა რეანიმაციაში, კვლავ მართვით სუნთქვაზეა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი