ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას გმობენ.
"ჩვენ, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია.
მიგვაჩნია, რომ ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე დროებით შეჩერება”, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მისი ფანჯარა ღიაა, კატეგორიულად მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას. ევროპულ კავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის ვაჭრობის, ინვესტიციების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს გულისხმობს. ამ პროცესის შეჩერება მძიმე და გრძელვადიან უარყოფით ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.
ასევე, ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. ვუცხადებთ სოლიდარობას უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას. ისინი იცავენ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია," - წერია განცხადებაში.
ხელმოწერები: