ავთანდილ ტიტვინიძე, რომელსაც საპროტესტო აქციის დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყვება, რომ მას ექიმის მომსახურებაზეც უარს ეუბნებოდნენ:
"საქმეც ისაა, რომ ბრძოლაში არ ვყოფილვარ. ეგ იყო ბოლო მომენტი, როცა დავიჯერე, რომ კიდევ იყო სამართალი ამ ქვეყანაში. წინააღმდეგობა არ გამიწევია ისე გავყევი, კადრებშიც ჩანს და ცხვირზე დაზიანება მაგ დროს არ მაქვს. ცხვირზე დაზიანება მომაყენეს უკვე შორს, გასული ვიყავი პარლამენტის იქით და ვიღაცას ბეისბოლის თამაში მოუნდა, აშკარად უნდა ჩამოვაყალიბოთ კარგი გუნდი გამოგვივა და პირველი იქნება ეგ ადამიანი, აშკარად წარმოსადეგი პიროვნება იქნება ბეისბოლში. მე ყველანაირად მივყვებოდი პოლიციას, არ გამიწევია წინააღმდეგობა, ასე რომ მომხვდა, იმის მაგივრად, რომ ექიმი მოეყვანათ ნასკი მომაწოდეს და მერე როლინგი მომაწოდეს. სამართალიც ვერსად ვიპოვე და მატყუებდნენ ორი დღე, რომ ექიმის მოსვლა არ შეიძლებოდა და ზარის განხორციელება, რომ სხვადასხვაგან შემეძლო და ვერ ვიგებდი სად. ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული. არც დარტყმა მტკენია, არც ცემა მტკენია, არც გინება, არც ფურთხება გარდა მაგისა, რომ მე ვიგრძენი თავი გამოუვალ მდგომარეობაში. პოლიციის შენობის გვერდით მანქანაში ვიჯექი და ექიმს ვითხოვდი და რომ არ მოჰყავდათ ღრიალი დავიწყე. გამოუვალ სიტუაციაში რომ მაყენებდნენ ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული, ამ უსამართლობაში ყოფნა. ხელები თავისუფალი გაქვს მაგრამ არაფერს რომ არ გაკეთებინებენ ყველაზე მტკივნეული ეგ იყო," - ამბობს ავთანდილ ტიტვინიძე "მთავარი არხის" გადაცემა "შენი შუადღის" ეთერში.