ქალების აქციები პოლიციის შენობებთან | სამართალდამცველები ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნას ირონიით ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ვაკე- საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ქალებისა და დედების აქცია  მიმდინარეობს, ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს ძალადობა მათი შვილების წინააღმდეგ.  ქალების თქმით, სამართალდამცველები ამ მოთხოვნის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.

"ცინიკურად 2-3 ბატონი ირონიით იყურებოდა და მიმიკებით გვანიშნებდა რომ თურმე რაღაც სახალისო ხდება ქვეყანაში, არასერიოზული ხდება, გამოვიდნენ და გაგვცენ პასუხი, სცემენ თუ არა პატივს თავის მუნდირს და იმ ფიცს, რომელიც დადეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე" - ამბობს აქციის მონაწილე, დეა მეტრეველი.  

ქალებისა და დედების აქციები მიმდინარეობს თბილისის პოლიციის სხვა განყოფილებებთანაც. მათ შორის, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის სამმართველოს შენობებთან. მოთხოვნა ყველგან ერთია - შეწყდეს აქციის მონაწილეების დარბევა, ცემა და წამება. ქალებს ადგილზე მიტანილი აქვთ სწორედ საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი პირების ფოტოები. 

ისანი-სამგორის სამმართველოსთან შეკრებილი ქალები პოლიციის შენობაშიც შევიდნენ, რასაც ძალოვნების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

"გვჯერა, რომ პოლიციაში კიდევ არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ წაქცეული ადამიანების ჯგუფური ცემა, წაქცეული ადამიანების თავით ფეხბურთის თამაში და მათ სიმბოლურად ბურთი მოვუტანე იმის ნიშნად, რომ ბურთით თამაშობენ ფეხბურთს კაცები, ხოლო არაკაცები ადამიანების თავით და გაემიჯნონ იმ არაკაც შავრაზმელებს, როლებიც პოლიციის ღირსებასაც შეურაცხყოფენ" ამბობს თეონა ჭალიძე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი