"არ ვარ ვალდებული ვაფრიალო  განჩინება" | პოლიცია ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა

გამოქვეყნდა:

პოლიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა.  

"სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სხვა კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ, შესაბამისის სამსახური მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას... არ ვარ ვალდებული ვაფრიალო  განჩინება " - ამბობს ადგილზე მყოფი პოლიციელი და შენობაში არ უშვებს პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სოფო ჯაფარიძეს.

ოფისი მარი ბროსეს ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს. 

მანამდე, პოლიცია მისული იყო "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისშიც, თუმცა ჩხრეკის ორდერის მოთხოვნის შემდეგ ოფისი რამდენიმე წუთში დატოვეს. 

ჩხრეკა ტარდება ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი