
როგორ უნდა მოიქცეთ პირადი ჩხრეკის დროს - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"პირად ჩხრეკებზე:
- თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
- სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
- არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
- შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა
- ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება)
- ციფრული ჰიგიენა:
- წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ
- სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ
- საფუძვლიანი წაშლისთვის ყველა მონაცემის - iShredder (აიფონისთვის)
- სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
- ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.
რაც მთავარია - იყავით მხნედ - პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსავენ ხოლმე. ჩხრეკები ჯერ-ჯერობით სისხლის წესით დაკავებების გარეშე მიმდინარეობს," - წერს იურისტი.