"სამარცხვინოა, რას სჩადიან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ" - უკრაინა ოცნების ლიდერების დასანქცირებას აპირებს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამაზე ოფიციალური კიევი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუშაობს.

"დაზვერვის ხელმძღვანელმა ბუდანოვმა მომაწოდა ინფორმაცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რაც საქართველოში ხდება, ეს არაა მხოლოდ ერთი ერის პრობლემა და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა - როგორ უბიძგებს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ. ეს სამარცხვინოა, რას სჩადიან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. როცა მოსკოვში საქართველოს ამ ხელისუფლებას აქებენ, ეს ცხადყოფს ვისზე მუშაობენ ახლა თბილისში და ვისთვის შლიან პროტესტებს - ნამდვილად ქართველებისთვის არა. ჩვენ ვამზადებთ იურიდიულ რეაქციას და ვმუშაობთ ევროპელ და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება მომზადდეს შესაბამისი სანქციები", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი