საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, ელჩის დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში თანამონაწილეობაა | ქართული დიასპორა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, როცა დემოკრატიული პრინციპები და ევროპული მისწრაფებები ნადგურდება ხელისუფლების მიერ, ელჩის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის, დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში თანამონაწილეობაა - ნათქვამია ქართული დიასპორის მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილში, რომელსაც ამ დროისათვის 50-ზე მეტი ხელმოწერა აქვს: 

ჩვენთვის, როგორც ქართული დიასპორის წევრებისთვის,  კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ელჩის,  საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის, პოზიციის მკაფიო და საჯარო გამოხატვა.  მიუხედავად დიასპორის ნაწილთან გამართული შეხვედრისა, გასაკვირი და მიუღებელია ელჩის დუმილი, და შესაბამისად მიმდინარე მოვლენებზე მისი სრული თანხმობა.

ვინაიდან ელჩი მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით, აუცილებლად მიგვაჩნია, მას გააჩნდეს კონკრეტული პოზიცია, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

1) ირღვევა თუ არა კონსტიტუციის 78 - ე მუხლი ირაკლი კობახიძის  განცხადების შედეგად,  საქართველოს მიერ თავადვე შეჩერებულიყო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება 2028 წლამდე.

2) შეუძლია თუ არა ამჟამინდელ   მთავრობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არალეგიტიმურია,  მიიღოს  მნიშვნელოვანი ეროვნული გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები, რომელიც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.

3) საპოლიციო ძალების მიერ  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლების უხეშ დარღვევაზე. მათ შორის, აშკარად არალეგიტიმური ძალის გამოყენების შესახებ, რომელიც, როგორც წესი, ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს, -  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, უკანონო დაკავება, ხალხის დევნა. ყოველივე ეს  ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აყალიბებს ავტორიტარიზმს.

ამ ფონზე  ელჩის მიერ პოზიციის გამოხატვა და კონსტიტუციური ვალდებულებისადმი ერთგულების დადასტურება, ვერ ჩაითვლება მიკერძოებულობად და მას ვერ წარმოაჩენს მხარედ, რადგან კონსტიტუციური დებულებებისადმი საჯარო დადასტურება დგას ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა. ჩვენ  მიგვაჩნია, რომ ახლა, ერთადერთი სწორი და  სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ქვეყნის ანტიდემოკრატიულ კურსზე   პროტესტის გამოხატვაა.

ელჩის მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, ფაქტებით მანიპულირების და უმოქმედობის ფონზე, ჩვენ ვთვლით, რომ მას არ შეუძლია, ან არ სურს, რომ სათანადოდ შეასრულოს თავისი ვალდებულებები  და დაადასტუროს საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხის მიმართ უპირობო ერთგულება.

საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, როცა დემოკრატიული პრინციპები და ევროპული მისწრაფებები ნადგურდება ხელისუფლების მიერ, ელჩის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის, დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში თანამონაწილეობაა." ნათქვამია წერილში. 

ხელმომწერები:

  • მიხეილ ქორქაშვილი
  • გიორგი ჯანჯალაშვილი
  • ნიკოლოზ გვაზავა
  • თამარ ჩიქოვანი
  • ზაალ კოკაია
  • თამარ ქვარცხავა
  • თორნიკე მეტრეველი
  • სალომე სამნიაშვილი
  • მარიამი თედოშვილი
  • ანანო ხევიაშვილი
  • დიმიტრი თედოშვილი
  • ქეთი როგავა
  • გია აბულაძე
  • კოკა კაპანაძე
  • მანანა კობაიძე
  • მეგი მეძმარიაშვილი
  • ნიკოლოზ ბაქრაძე
  • გიორგი შუკაკიძე
  • თამარ იაკობიძე
  • ლია პაპაშვილი
  • რევაზ ბურძგლა
  • ანა სოლომნიშვილი
  • მარიამ სორდია
  • ინგა წიკლაური
  • სესილი მაისაშვილი
  • თინათინ წიკლაური
  • ელზა ალხანიან
  • მანუჩარ შანავა
  • დათა შანავა
  • ნათია ჯიმშელეიშვილი
  • დიმიტრი ქვარიანი
  • ნათია კვინიკაძე
  • სოფო ნანუ
  • ნანა სანიკიძე
  • ქეთევან თუთბერიძე
  • სოფიო გვერდწითელი
  • თამარ მემანიშვილი
  • გვანცა შაორშაძე
  • სალომე ვეშაგური
  • თეონა ჩაჩანიძე
  • ერეკლე წაქაძე
  • ნანა ყუფარაძე
  • ნიკოლოზ წაქაძე
  • ლია პაპაშვილი
  • რევაზ ბურძგლა
  • გიორგი ვადაჭკორია
  • ცირა ქობალია
  • ანა თუმანიშვილი
  • ირინა გერკეული
  • თამარ სადუნაშვილი
  • ეკატერინე ბაჯი
  • ზურაბ გრიგალაშვილი
  • ანა კურდღელაშვილი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი