
რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ თეატრი "ხელოვნების ტაძარია" და იქ პოლიტიკის ადგილი არაა
"რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი." წერს რობერტ სტურუა.
რობერტ სტურუას "ნეიტრალური" პოზიციის მიუხედავად, არსებობს კადრები სადაც ჩანს, როგორ ესვრიან მოძალადე სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზის კაფსულებს.