"გმირი პოლიციელებისთვის ეს სია ნამდვილი კომპლიმენტია" | კობახიძე სპეცრაზმელების სიაზე, რომელიც მთავარმა არხმა მოიპოვა

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მთავარი არხის მიერ მოპოვებული პროევროპული აქციის დამრბევი სპეცრაზმელების სიას ეხმაურება და ფიქრობს, რომ "გმირი პოლიციელებისთვის ეს სია არის ნამდვილი კომპლიმენტი".


"გმირი პოლიციელებისთვის ეს სია არის ნამდვილი კომპლიმენტი, როდესაც ლიბერალ-ფაშისტები, ნაცები აქვეყნებენ შენს სიას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტია...

თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეებში თბილისის ქუჩებში, ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს იყვნენ სრულიად არა ევროპულად მოქმედი, ნაცი მოძალადეები. თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმისთის, რაც გააკეთეს მათ სახკუთარი სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს სიმტკიცისთვის...", - თქვა კობახიძემ.

„მთავარმა არხმა“ მოიპოვა იმ სპეცრაზმელების და მათი ხელმძღვანელების სია, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეთა არაადამიანურ და ძალადობრივ დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ. სია „მთავარ არხს“ პირდაპირ შიგანაგ საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი