"დამაკავეს 3 კაცთან ერთად, მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ" | მსახიობი გიორგი ნაკაშიძე

გამოქვეყნდა:

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე წერს, რომ დაკავებული ჰყავდათ, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.


"სახლში ვარ უკვე. მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევედი წინა პერიმეტრზე. დამაკავეს სამ კაცთან ერთად, მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, გადამცეს პატრულს, რომელიც სპეცნაზისგან განსხვავებით კარგად გვექცეოდა მეც და იქ მოყვანილ ადამიანებს, ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს! დიდი მადლობა ყველას, ვისაც გული შეგტკივათ! მიყვარხართ ყველა განურჩევლად სხვადასხვა შეხედულებებისა! ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოს გაუმარჯოს!!", - წერს ნაკაშიძე სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი