"ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ,,შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც.
სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ - წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები და ,,თომას ზღაპრების" პატარა მკითხველებს ვხვდები. საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიცია უფლება გავცდენოდი შეხვედრის მიზანს. ჩემს შეხედულებებს რაც შეეხება, ამაზე მოგეხსენებათ - მაქვს საკუთარი წითელი ხაზი - ეს არის რუსული ოკუპაცია და შესაბამისად - ქვეყნის ადგილი და მომავალი. ეს არის თემა, რომელზეც არასდროს გავჩუმდები.
და პირველად მიწევს ამის საკუთარ თავზე ამის დაწერაც - ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია იმხელა სახალხო სიყვარული, რაც მე შემემთხვა - ყველგან - ქალაქში, სოფელში, მთაში თუ ბარში ადამიანები მხვდებიან ღიმილით და სიხარულით. შეიძლება სულაც დაუმსახურებელია ეს ამბავი ჯერ - მაგრამ ასეა და ჩემი გაუქმების მცდელობა მხოლოდ ტრაგი-კომიკური შეიძლება იყოს. ეგ გამოცდილია უკვე - მათ შორის მავნებელი სასარგებლო იდიოტების მიერაც საკუთარ ტყავზე.
ასობით მასწავლებელი და ათასობით მოსწავლე ითხოვს შეხვედრას. ამიტომაც, დიდი იმედი მაქვს, ეს უკიდურესად ცალკეული, თვითნებური შემთხვევა გამოდგება."
წერს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე.