ქუთაისში, პარტია "ახალის" წარმომადგენელი გზის გადაკეტვისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საკრებულოს წევრი და პარტია "ახალის" წარმომადგენელი ქეთევან ხურციძე საპატრულო პოლიციამ 1000 ლარით დააჯარიმა. მათი ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა 3 დეკემბერს საავტომობილო გზა გადაკეტა. 

ქეთევან ხურციძის თქმით, პოლიციელებს მისთვის თავდაპირველად მანქანის წართმევა სურდათ, თუმცა ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ მხოლოდ ჯარიმა გამოწერეს. 

"თავდაპირველად მანქანის წართმევა სურდათ, მაგრამ მას შემდეგ რაც ადგილზე ჟურნალისტები მოხვედით, გადააკეთეს პოზიცია და დამაჯარიმეს 1000 ლარით. მე საპროტესტო მსვლელობაში ვმონაწილეობდი, თუმცა  ჩემი ინიციატივით გზის გადაკეტვა არ მომხდარა, მაგრამ  უსამართლო ქვეყანაში  ყველაფერია მოსალოდნელი", - ამბობს ქეთევან ხურციძე.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი