დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა | GPI ჰოლდინგი

გამოქვეყნდა:

სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგის-ის ინფორმაციით, ავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელი ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა დედამისიც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს. 

შენიშვნა: თავდაპირველად GPI ჰოლდინგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კოლეგა საპროტესტო აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა, თუმცა მოგვიანებით ოჯახის თხოვნით ტექსტში ცვლილება შეიტანა. 

"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში დედასთან ერთად მოყვა.

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ." - წერია პოსტში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი