"წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, საგამოძიებოს სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ აქვს" | ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით არ აქვს დაწყებული.

"320-მდე შეტყობინებაა შესული მათთან და გამოძიება დაწყებული აქვთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით. ამ დრომდე არცერთი პირის მიმართ არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული", - წერს ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე 10 დღეა პროევროპული აქციები მიმდინარეობს, რომლებსაც ოლიგარქის ძალოვნები ძალისმიერი მეთოდებით არბევენ - აქციების გაშუქებისას დაშავდა არა ერთი ჟურნალისტიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი