"ჩხრეკასაც ნიღბიანები ატარებენ, ქოცობა ზოგადად ნიღაბია - ძირს ნიღბიანების დიქტატურა! ჩვენ მივდივართ ევროპაში" | გვარამია

გამოქვეყნდა:

შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: ბოლო დღეებში რამდენი პოლიციელი გვინახავს უნიღბოდ? დარბევისას კი არა, ისე, ზოგადად, დღისით, მზისით? ჩხრეკასაც, მაგალითად, ნიღბიანები ან ნიღბიანების გარემოცვაში რატომ ატარებენ? ამბავი იმაშია, რომ ქოცობა ზოგადად ნიღაბია: ადამიანის პერსონალურ დონეზე - ვითომ ადამიანობის; ხელისუფლების დონეზე - ვითომ ხელისუფლების; პოლიციელის დონეზე - ვითომ პოლიციელობის და ა.შ. ქოცი არც ადამიანია, არც პოლიციელი, არც ხელისუფალი. ქოცი არის სამშობლოს გამყიდველი და ვერანაირი ნიღაბი ვერ ფარავს ღალატს. ეგ ნიღაბი ჩამოხსნილია! სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! მარბიელ პოლიციელებზე უარესი სისხლისმსმელები და მოღალატეები სწორედ თქვენ ხართ! და, განსაკუთრებულად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ის შვიდი იუდა, ქვეყანა რომ ერთი ხელმოწერით გაყიდა! ძირს ნიღბიანების დიქტატურა! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს! ჩვენ მივდივართ ევროპაში! სალამი და მხარდაჭერა ყველა პატრიოტს მარნეულის იზოლატორიდან.

წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია Facebook-ზე მარნეულის იზოლატორიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი