თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი აქციის მონაწილეები აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თსუ-სთან დაანონსებულ სტუდენტების აქცია-მსვლელობას პროევროპული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ფოტო: "ნეტგაზეთი"