ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე სასამართლოსგან გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცხადაძისა და ჭიჭინაძის გარდა, კიდევ ოთხი პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. ესენი არიან: ჯანო არჩაია, უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა და გურამ მირცხულავა. სასამართლომ ისინიც პატიმრობაში დატოვა.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი