რუსი ჟურნალისტი: "ქართულ პოლიციას, უკვე მეხუთე თვეა, რაც მოსკოველი სპეცები ათვინიერებენ" | ვინ არიან დამრბევები?

გამოქვეყნდა:

მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნა ქუჩებში და ცემა პარლამენტის მიმდებარე ჩიხებში. ბოლო დღეებში ნიღბიანი სპეცრაზმელები განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ და აგინებდნენ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა.

 23 წლის ზვიად  მაისაშვილი ერთ-ერთია მათ შორის ვინ მოძალადე პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე სასტიკად სცემს. ნიღბიანების სამიზნე ის მაშინ გახდა,როდესაც ძმასთან ერთად ტერიტორიიდან გასვლას ცდილობდა. მაისაშვილი იხსენებს რომ  სპეცრაზმელებმა ის ჯერ ძირს დააგდეს, შემდეგ კი ყველა სათითაოდ ურტყამდა. ე.წ მორბენალების ძალადობის ამსახველი კადრები დემონსტრანტებმა გადაიღეს. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, სასტიკი ძალადობის ნახვის შედეგ ხალხი ახალგაზრდა კაცზე თავდამსხმელი ნიღბიანების იდენტიფიცირებასა დასჯას ითხოვს. 

 ამ ძალადობის შემდეგ ზვიად მასიაშვილმა არაერთი დაზიანება მიიღო. მისი მდგომარეობა ახლაც საყურადღებოა. ნიღბიანი მოძალადეებისგან დაზარალებული მაისაშვილი იხსენებს რომ 30 ნოემბერს აქციაზე იმ დროს მივიდა როცა ხარებას რაზმს ჭიჭინაძის ქუჩიდან მომიტინგეების დაშლა უკვე დაწყებული ჰქონდა. ძმასთან ერთად სასტუმრო მერიოტთან გაჩერდა და მოვლენების განვითარებას ელოდა. მალევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა მომიტინგეები მასობრივი დარბევა დაიწყო. მაისაშვილი დღემდე ვერ ხვდება რატომ გაუსწორდნენ ნიღბიანი მოძალადეები მომიტინგეებს, მათ ვინც დედაქალაქის მთავარ გამზირზე მხოლოდ საქართველოს სკანდირებდნენ. 

ზვიადთან  ერთად ნიღბიანმა მოძალადეებმა აქციაზე მის ძმას - 24 წლის გიორგისაც  სცემეს, შემდეგ კი დააკავეს, სასამართლომ ის პოლიციის მოგონილი ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  6-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.  მოსამართლის გადაწყვეტილების აღსასრულებლად გიორგი ქუთაისში გადაიყვანეს.

 2 დეკემბრის გამთენიას ხარებას რაზმმა სასტიკად სცემა  ნოდარ აროშინაძეც. აქციის მონაწილეს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს. დემონსტრანტი იხსენებს, რომ  იმ ღამით რუსთაველის გამზირზე უკმაყოფილო მოქალაქეებთან ერთად სპეცრაზმის პირისპირ იდგა რა დროსაც ნიღბიანებმა ის დააკავეს.

აქციის მონაწილე იხსენებს რომ  ნიღბიანმა სპეცრაზმელმა დაკავების შემდეგ მას ნამდვილი ჯოჯოხეთი  მოუწყვეს. ნოდარ აროშინაძის მტკიცებით მიკროავტობუსში  რამდენიმე სპეცრაზმელი დახვდა, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს.

„საწამებელი ავტომობილი“ როგორ ამას ჩვენი რესპონდენტი აღწერს, ერთადერთი მანქანა არ ყოფილა, სადაც ის იმ ღამეს აღმოჩნდა. ნოდარს ახსოვს კიდევ ერთი ფურგონი, სადაც ისევ ნიღბიანები დახვდნენ, ფოტოები გადაუღეს და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტის ცემა  გააგრძელეს.

აქციის მონაწილე იხსენებს, რომ ე.წ „საწამებელ ავტომობილში“ რომელიც მის სიახლოვეს იდგა კიდევ ერთი დაკავებული ყავდათ. მისივე თქმით, დაკავებულმა და სასტიკად ნაცემმა აქციის მონაწილემ ლოცვა დაიწყო, რამაც ნიღბიანები უფრო მეტად გააღიზიანა და ძალადობის ახალი სერია დაიწყეს.

ძალადობის კვალი  ამ დრომდე ეტყობა დათა ხარაიშვილისაც , მას ჩატეხილი აქვს კბილი, უჭირს თავის მოძრაობა და  მთელს ტანზე სისხლ ნაჟღენთები აღენიშნება.  სხვა დაშავებულების მსგავსად, დათა ხარაიშვილიც ამტკიცებს, რომ ნიღბიანების მხრიდან ძალადობა გდდ-ს კუთვნილ მიკროავტობუსში გაგრძელდა. 

დემონსტრანტებს აკავებდნენ უმიზეზოდ და როდესაც ნიღბიანების გარემოცვაში აღმოჩნდებოდნენ, იქ არ უმალავდნენ რომ მათი ცემაც და დაკავებაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. 

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დარბევისა და მათი ძალადობრივი დაკავების გამო ამ დრომდე არცერთი პირი არ არის პასუხისგებაში  მიცემული, არც ისინი ვინც ამ სადამსჯელო ოპერაციის ბრძანებებს გასცემდნენ.  

მოძალადე სპეცრაზმელების დიდი ნაწილი ინტერნეტში აღარ იძებნებიან, მოპოვებული სიის გასაჯაროების შემდეგ ხარებას რაზმმა სოციალურ ქსელში გვერდები გააუქმეს. თუმცა მოძალადეების დიდი ნაწილის იდენტიფიცირება მაინც მოვახდინეთ.

ხარებას მოძალადეთა სიაშია გიორგი მორგოშია. მორგოშიას ვერ  დავუკავშირდით,  ის ე.წ  „ ყაზარმულეზე“ იმყოფება, თუმცა სპეცრაზმელის ოჯახი სამეგრელოში ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვიპოვეთ. სპეცრაზმელის დედამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა, თუმცა გიორგი მორგოშიას ნათესავები ამტკიცებენ, რომ ის არა თბილისში, არამედ კონფლიქტის ზონაში იყო. 

როგორც აღმოჩნდა მორგოშიას გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის ზონაში მივლინება სხვა სპეცრაზმელებსაც ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში ასე გვიმტკიცებენ სპეცრაზმელების ოჯახის წევრები. 

კიდევ ერთი სპეცრაზმელი, რომელიც შსს-დან მოწოდებულ დოკუმენტში ფიგურირებს გიორგი ჭაბუკაშვილია. ის ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურიდანაა, მაგრამ სხვა სპეცრაზმელების მსგავსად ისიც სახლში არ დაგხვდა. ჭაბუკაშვილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ,რომ გდდ-ს ძალა არ გადაუმეტებია.

 ათ დღიანი პროტესტის მიმდინარეობისას ნიღბიანების გამოჩენილი გაუგონარი სისასტიკის გამო, არაერთმა მომიტინგემ დაინახა მსგავსება ქართულ პოლიციასა და რუსულ ომონს შორის. ეს შესაძლოა შემთხვევითიც არ იყოს. რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი ამტკიცებს რომ ზაფხულიდან ქართველ პოლიციელებს რუსი ინსტრუქტორები ამზადებენ. 

"ქართველები, რა თქმა უნდა, არ ელოდნენ, რომ მათი, როგორც მათ მიაჩნდათ, მშობლიური პოლიცია, ამხელა სისასტიკესა და სადიზმს გამოიჩენდა. მათ არ გაითვალისწინეს, რომ ქართულ პოლიციას, უკვე მეხუთე თვეა, რაც მოსკოველი სპეცები ათვინიერებენ, ამიტომ ყველა დარბევა ხდება მკაცრად რუსული მეთოდიკით, რომელიც გულისხმობს სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებას, მათ შორს, თავის არეში და მათ შორის, ქალებისთვის. ასევე ჯგუფური ცემის აუცილებლობას და ა. შ. ეს არის რუსული სტილი, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რუსული სტილი ეფექტურია მხოლოდ უიარაღო ადამიანების წინააღმდეგ. პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისგაცემის უნარის მქონე მასების წინააღმდეგ, ამ მოსკოველ მასწავლებლებს არაფერი შეუძლიათ, ამაში ისინი აბსოლუტურად უძლურნი არიან" ამბობს ნევზოროვი.  

დაზარალებულები დარღვეული უფლებების აღსადგენად ბრძოლას აპირებენ. ნაცემი მომიტინგეების მიმართვის საფუძველზე  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა   უკვე დაიწყო შესწავლა გაცდნენ თუ არა სამართალდამცველები კანონის ფარგლებს, თუმცა  დიდი ალბათობით ეს გამოძიებაც ფორმალური იქნება, რადგან ნიღბიანი მოძალადეების დადგენა შეუძლებელია. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი