ადგილი, საიდანაც უკვე მეათე დღეა თავისუფლების ხმა ისმის- რუსთაველის გამზირი 28 ნოემბრის შემდეგ, ქართველი ხალხის შეკრების მთავარი ადგილია, სადაც საქართველოს უახლესი ისტორია იწერება. აქ ყველა ერთმანეთზე ზრუნავს და უვლის; გაზით მოწამლულები და ნაცემები ერთმანეთის მხარდამხარ ჯიუტად დგანან და წინააღმდეგობას უწევენ ოლიგარქის რეჟიმს. ზამთრის ყინვიან ღამეებში იცავენ სამშობლოს, მის ისტორიულ არჩევანს - ევროპულ მომავალს. მეტი გზა ოლიგარქმა ხალხს არ დაუტოვა, რადგან როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, როცა ყველაფერს ერთი კაცი მის ნება-სურვილზე ატრიალებს - ქუჩა რჩება ერთადერთ გზად, რომ ხალხმა საკუთარი უფლებები და მომავალი დაიცვას.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი