ბესიკის ქუჩაზე, კოალიცია ცვლილებისთვის ოფისთან ტიტუშკები მიცვივდნენ, ადგილზე დაპირისპირებაა. შავფორმიანები იქამდე თავს დაესხნენ მოქალაქეებს ალექსანდრე ბაღში, ასევე ნაცემია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი და კიდევ ორი ადამიანი.
"იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი, ლიფტიდან გამოვედი, კიბეზე რომ ჩავდიოდი უცებ ამოვარდნენ, 50-მდე ადამიანი იყო გინებით და დაიწყეს ცემა, რაღაცა ჩამარტყეს თავში, დავეცი და მირტყამდნენ წიხლებს. აშკარად მიცნეს, აგერო, დაიძახეს და იმ წუთში დამესიენ. დავალება იყო ვინმე ცნობადი სახე ეცემათ... " ამბობს კობა ხაბაზი