რუსთაველის გამზირზე ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ აქციაზე საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელი გამოდის. მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები, ექიმები, მასწავლებლები, პროფესორები, სტუდენტები - ყველა ვისთვისაც წითელი ხაზია ქვეყნის ისტორიული არჩევანის შეცვლის მცდელობა. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო , რაც კობახიძემ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველანაირ ქმედებას აჩერებს. რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი მისი მსახურებით ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საერთოდ უარს ამბობს. ხალხის რეაქციაც ბუნებრივი იყო.
ავტორი: მაგდა მაისურაძე