შემოწმებულია: კამერის შტატივი "ოცნების" პროპაგანდისტულმა მედიამ იარაღად გაასაღა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს აქციაზე შეიარაღებული დემონსტრანტი იმყოფებოდა, რაც დეზინფორმაციაა. ფოტოს, რომელსაც ერთ-ერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იყენებდა, ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირი ჩართვიდან იყო  მოჭრილი. უწყვეტ ეთერს თუ შევხედავთ ადვილი დასადგენია, რომ ე.წ. ქარდზე გამოსახული პირი მედიის წარმომადგენელია, რომელსაც არა იარაღი, არამედ შტატივი უჭირავს. 

სოციალური ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების რობინ დანიგანის შეცდომაში შემყვან გზავნილებსაც ავრცელებდნენ; მსგავსი განცხადებები ამერიკელ დიპლომატს არასდროს გაუკეთებია. უკონტექსტოდ გავრცელდა მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ემიგრანტების მიმართ ნათქვამი სიტყვებიც. მათ ვიდეოს მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნეს, სადაც ჭოხონელიძე ემიგრანტების იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ამტყუნებენ და შექმნეს შთაბეჭდილებას, რომ ის სამარცხვინოებს ზოგადად ქართველ ემიგრანტებს უწოდებს. თუმცა მანამდე მომღერალმა დადებითად შეაფასა ის ემიგრანტები, რომლებიც საპროტესტო პროცესებს უერთდებიან.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი