"ტვ პირველის" რეპორტიორი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული საავადმყოფოში არიან. მათ ტვინის შერყევა აქვთ. ექიმის თქმით, მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს კვლევები ჩაუტარდათ და სრულად მათი დაზიანებების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.
"მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები და ვნახოთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აქვთ და ვნახოთ დანარჩენი კვლევები დასრულდება. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ძირითადად თავის, სახის და მუხლის არეში აქვთ დაზიანებები. თვალი არ აქვთ. ყველა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ არიან ორივე და ვნახოთ. სტაციონარიზაცია საჭიროა, მოთავსდებიან ეს პაციენტები. ტომოგრაფიაც გადავიღეთ და ორივეს ნევროლოგიურ განყოფილებაში მოვათავსებთ", - განაცხადა ექიმმა.
ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს დაესხნენ.