"გუშინ აქციიდან კლინიკაში 14 ადამიანი გადაიყვანეს - აღენიშნებოდათ დაზიანებები თავის არეში" | ჯანდაცვა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, პროევროპული აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 14 მონაწილე გადაიყვანეს, მათ შორის მედიის 2 თანამშრომელია.

უწუების ცნობით, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს. მათივე თქმით, "დაშავებულებს ტანისა და თავის არეში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე - ჩივილები".

"TV პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი