"აიღოს "ქართულმა ოცნებამ" პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე" - ამ დევიზით იმერეთის სამხარეო პოლიციასთან მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს ხელში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ნაცემი ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების ბანერები უჭირავთ. მედიის წარმომადგენლები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ დროულად გამოიძიონ, თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინც ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
მათი განცხადებით, მოძალადეები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. ასევე, უნდა დაისაჯონ ის ადამიანებიც, ვინც აღნიშნული დანაშაული შეუკვეთა.