"გაივსო ჩვენი შვილებით იზოლატორები და საავადმყოფოები - ხელისუფლება, გონს მოეგე, ღუპავ ქვეყანას!" | TBC-ის გენდირექტორის მოადგილე

გამოქვეყნდა:

"გაივსო ჩვენი შვილებით იზოლატორები და საავადმყოფოები. არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ახალგაზრდები მშვიდობიანად დგანან და თავს ესხმიან პოლიციელები. როდესაც კრიმინალური ბანდა, სასტიკად გაუსწორდა მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, იქვე მდგარმა პატრულმა არაფერი მოიმოქმედა მათ დასაცავად. ამ დრომდე ერთი მოძალადე პოლიციელი არ არის დასჯილი. ხელისუფლება, გონს მოეგე, ღუპავ ქვეყანას!"
 

განაცხადა TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ თბილისი საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც TBC ბანკის თანამშრომლებმა, აქციებზე დაკავებულების პროცესის პარალელურად, სოლიდარობის აქცია გამართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი