"ასეულობით მაგალითს მოვიყვან, როგორ შეწყვიტა ინვესტორმა საქართველოში ინვესტირება" | FAS Group-ის დამფუძნებელი

გამოქვეყნდა:

"ბოლო კვარტალში, 25%, 40% და 80%-იანი ვარდნაა აქვს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებს. ეს არის ტურიზმი, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესები, სამშენებლო სფერო, მომსახურების სფერო და ეს სია უსასრულოდ გრძელდება. ეს დაიწყო ივნისიდან. ათეულობით და ასეულობით მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როგორ შეწყვიტა ინვესტორმა საქართველოში ფუნქციონირება. ადგა და ძალიან მარტივად გადაიტანა სხვა ქვეყანაში. იმიტომ, რომ ამ არეულ და არასტაბილურ სიტუაციაში არ უნდოდათ ოპერირება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ უკვე ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. ხვალვე ჩვენთვის მზემ რომ გამოანათოს, უკვე ძალიან ბევრი ბრძოლები გვექნება გადასატანი. მით უმეტეს, რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, უფრო და უფრო რთული იქნება მაჩვენებლების რეგულირება"

განაცხადა კომპანია FAS Group-ის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძემ "ბიზნესის კვირეულის" გადაცემაში, სადაც ბიზნესმენები შექმნილი მდგომარეობის განმაპირობებელ ფაქტორებსა და გამოსავალზე მსჯელობენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი