
ჰიპერმარკეტი "გორგიას" მარკეტინგის ხელმძღვანელმა,გიორგი თურქაძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მეგობრებო, მე ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველ საღამოს ვაფიქსირებ აქციებზე დგომითა თუ აზრის საჯაროდ დაფიქსირებით. რაც შეეხება კომპანია "გორგიას", რომლის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, გული მტკივა, რაც მის გარშემო ხდება. წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე," - გიორგი თურქაძე.
შეგახსენებთ, რომ ჰიპერმარკეტმა "გორგიამ" საპროტესტო აქციებზე თავდაცვისთვის საჭირო ნიღბები და სათვალეები გაყიდვიდან ამოიღო. ისინი მომხმარებლებს ეუბნებოდნენ რომ აღნიშნული პროდუქცია მარაგში აღარ ჰქონდათ, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პროდუქცია საწყობში ინახება.