
მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი, დემეტრე გრიგალაშვილი და სოციალურ ქსელში წერს:
"მშვიდობიან მოქალაქეზე, მომიტინგეზე თუ ჟურნალისტზე ძალადობას არ აქვს, არ ჰქონია და ვერ ექნება გამართლება! ემპათია და ადამიანის თანაგანცდაა ყველა პროფესიის ქვაკუთხედი.
მოძალადეების ქმედებებზე მყისიერი რეაგირება არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში რაიმე სახის ნდობაზე ან თანამშრომლობაზე ფიქრი, უბრალოდ აბსურდია.“, - წერს დემეტრე გრიგალაშვილი, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელია.