"გაიფიცეთ" | ხმაური ბათუმის იუსტიციის სახლში

გამოქვეყნდა:

ხმაური ბათუმში -  საპროტესტო აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში მივიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ - "გაიფიცეთ", "ემსახურეთ ხალხს და ქვეყანას" მიმართავდნენ ისინი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. 

დაცვამ და პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან იუსტიციის სახლთან, პერიმეტრს კი ნიღბიანი პოლიცია იცავს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი