"იძებნება ელჩი" | ლატვიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების პროტესტი

გამოქვეყნდა:

იძებნება საქართველოს ელჩი - ლატვიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დიპლომატიურ უწყებას საქართველოში მიმდინარეო მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ, ისინი საელჩოშიც იმყოფებოდნენ, სადაც კარი არავინ გაუღო და მათთან შესახვედრად არც დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ირაკლი ყურაშვილი გამოსულა.

"დუმილი დანაშაულია", "წერილზე მაინც გვიპასუხეთ" - ემიგრანტებმა საელჩოს კარზე ამ შინაარსის წარწერებიანი ბანერები გააკრეს. 

"როდის გვიპასუხებთ, სამი დღეა გამოგზავნილია, რა საქმე გაქვთ, დასანქცირებულია მთელი მთავრობა, არავინ არ ხვდება ოფიციალური პირები და საქმე არა გაქვთ არაფერი ხო? რა საქმე აქვს ელჩს საქართველოს მოქალაქეებთან საუბრის გარდა?" - მიმართეს მოქალაქეებმა საელჩოს თანამშრომელს, რომელმაც მათ ჩაკეტილი კარიდან მხოლოდ ის უთხრა, რომ კითხვებზე "მეილით უპასუხებენ". 

ქართველი ემიგრანტები ახალი არჩევნების დანიშვნისა და უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ყოველდღე მართავენ აქციებს და არალეგიტიმური ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკასა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი