ხელოვანები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ

გამოქვეყნდა:

მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ისინი პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებთან მისვლას გეგმავენ და მოუწოდებენ, შეასრულონ მათი მოვალეობა - ხალხის დაცვა. ხელოვანები აპროტესტებენ ძალადობას მათ კოლეგებზე და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე. მოითხოვენ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას, ხელახალ არჩევნებსა და მოძალადეების დასჯას. მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, არ შეწყვიტონ პროტესტი და საღამოს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

სლოგანითა და ბანერით წარწერით - "ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - ხელოვანები იუსტიციის სახლიდან დაიძრნენ, იქამდე კი კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

ავტორი: მარიამ ელიბაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი