
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია "ნოვა" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა და ქართველი ხალხი 1991 წლიდან ცდილობს ამ ღირებულებების დაცვას:
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა 1991 წლიდან დაიწყო, იმ დროიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1991 წლიდან ქართველი ხალხი ცდილობს დაიცვას სწორედ ის ღირებულება, რომელიც ამ სიტყვებშია გადმოცემული: " მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი"
ჩვენ მრავალი წელია ევროპული სტანდარტებითა და ინვესტიციებით ვქმნით ქართულ პროდუქტს, სწორედ ეს ღირებულებები გვაერთიანებს ნოვას 1000-ზე მეტ თანამშრომელს, სწორედ ეს ღირებულებები ქმნის კომპანია ნოვას.
ვგმობთ ძალადობას, გვჯერა, რომ
საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა!" ნათქვამია "ნოვას" განცხადებაში.