
რუსული ფემინისტური ჯგუფის Pussy Riot-ის წევრი, მარია ალიოხინა წერს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ალიოხინა Instagram-ზე ავრცელებს.
ალიოხინა იმ დოკუმენტის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც არშეშვების მიზეზიც წერია - "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".
"მაშინ როცა რუსი პროპაგანდისტები თავისუფლად ჩამოდიან ქვეყანაში თავიანთი "საპროტესტო ისტორიების" გადასაღებად, მათ ვისაც შეუძლიათ დაწერონ სიმართლე ძალადობის გაუთავებელ ნაკადზე, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. სანამ რუსი სამხედროები იტაცებენ და კლავენ ქართული სოფლების მკვიდრებს საოკუპაციო ხაზთან, "ქართული ოცნება" კრემლის აღთქმის მიხედვით მოქმედებს...მაგრამ ტიტუშკების ბანდები, იზოლატორები და დაშინება, ვერ წაართმევს ხალხს თავისუფლებას. გაუმარჯოს საქართველოს", – წერს აქტივისტი.