მოქალაქე, მარიამ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "მილიაციამ მისი ტაქსის მძღოლს სცემა".
"მილიციამ სცემა ჩემს ტაქსის მძღოლი. მე და ჩემი და ვიყავით გუშინ, სახლში ვბრუნდებოდით. ტაქსიმ უჩვეულოდ დააგვიანა. რომ მოვიდა, მოგვიბოდიშა, ეს რა სჭირს ამ ხალხსო, სულ გაგიჟდა პოლიციაო. ყოფილი პოლკოვნიკი ვარო, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსიო. დეტალებში აღარ შევალ. იმიტომ დამაგვიანდა, რომ გზა გადაკეტილი ჰქონდათ ბარათაშვილის ხიდთან და რომ ვუთხარი გამოძახებაზე მოვდიოდი, ჩამარტყესო. ორჯერ. ჩამარტყესო, ხალხნო. ხეიბარი ვარ, ვერ დავდივარ და ვერ გადავედი, თორემ გავლახავდიო. კარი რომ გავაღე, მომიჯახუნესო. ნაომარი ვარ, ქვეყანას შევწირე წლებიო. ესენი ვინ არიან, სახელი არ ჰქვიათო. მილიციამ სცემა ჩემს ტაქსის მძღოლს. უდანაშაულო, ხეიბარი, მანქანაში მჯდომი ტაქსის მძღოლი გალახა მილიციამ. ნეტავ ამ ამბებს ვიგონებდე. მამის სულს ვფიცავ, სიმართლეს ვყვები", - წერს მარიამ კობახიძე.