"მივესალმებით წამოწყებას, მადლობას ვუხდით ნიკა გილაურს მსუყე შემოწირულებისთვის და ვრიცხავთ 10 000 ლარს თანამოქალაქეების დასახმარებლად" | "სკუტ სკუტი"

გამოქვეყნდა:

"სკუტ სკუტი" სოლიდარობის ფონდში 10 000 ლარს რიცხავს და ბიზნესმენებს მოუწოდებს ადამიანების დევნა დაგმონ და გასაჭირში მყოფ თანამოქალაქეებს, დაეხმარონ.

"სკუტ სკუტი" 10 000 ლარს რიცხავს სოლიდარობის ფონდში - http://www.prosperitygeorgia.org. რაც უნდა მძიმე იყოს პოლიტიკური ვითარება, ჩვენ, საქართველოს საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ ურყევი ერთობა, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს - მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან სრულიად უცხო თანამოქალაქეებს. ვისთვის ეს იქნება ჩაფხუტების გაზიარება, ვისთვის ემოციური მხარდაჭერა, ვისთვის სკუტერით უსაფრთხო ადგილას გაყვანა, ვისთვის რა და ვისთვის რა. მაგრამ ამ ერთობის სიმტკიცისთვის მთავარი და აუცილებელი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოში ამჟამად არსებული კრიზისის მსხვერპლების - დაკავებული და ფიზიკურად დაშავებული ადამიანების თანადგომა.

ჩვენ უფლება არ გვაქვს, ისინი მივატოვოთ გასაჭირში. ბევრ მათგანს სჭირდება მკურნალობა, უმეტესობას აქვს თავის ტრავმა, ისინი უნდა გამოჯანმრთელდნენ ბოლომდე, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი პროცესია. რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას, არის ის, რომ მათ უმეტესობას აქვს მძიმე სოციალური წნეხი - ხშირ შემთხვევაში, ისინი კარგავენ შემოსავლის წყაროს, უწევთ ჯარიმების გადახდა, საადვოკატო ხარჯების გასტუმრება და ასე შემდეგ.

ჩვენ მივესალმებით ამ ადამიანის წამოწყებას, მადლობას ვუხდით ნიკა გილაურს საკუთარი მსუყე შემოწირულებისთვის (100 000 ლარი) და ჩვენის მხრივ ვრიცხავთ 10 000 ლარს თავისუფლებისთვის მებრძოლი, გასაჭირში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად.

მოვუწოდებთ ჩვენს სფეროსა თუ მის გარეთ მოღვაწე ბიზნესმენებს, ყოველგვარი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, დაგმონ ადამიანების დევნა და მათზე ძალადობა ხმამაღლა და დაეხმარონ გასაჭირში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი