
პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი მანქანიდან გაიტაცეს. ინფორმაციას პედიატრის მეგობარი, მარიამ ივანიაძე ავრცელებს.
"კოტე გავიდა სახლიდან დაახლოებით 50 წუთის წინ. მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. წამოვედით იმ გზით, რა გზითაც წავიდოდა აქციაზე და გზაზე ვიპოვეთ კოტეს მანქანა. [ადგილზე] არავინ არ არის", - ამბობს მარიამ ივანიაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.