
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
"ვითხოვთ, ჩვენი კოლეგის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას!", - წერია განცხადებაში.
პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დღეს, 173-ე მუხლით დააკავეს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე.
იქამდე, მეგობრებმა კოტე ჩახუნაშვილი ავტომობილი ნუცუბიძის ქუჩაზე იპოვეს და მას ვერ უკავშირდებოდნენ.