კოსტავას გამზირზე, სასტუმრო "სტამბასთან" ნიღბიანების მობილიზებაა და ხალხს ჩხრეკენ | არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი

გამოქვეყნდა:

მსახიობი, გიგა დათიაშვილი წერს, რომ კოსტავას გამზირზე, სასტუმრო "სტამბასთან ნიღბიანი პოლიციელების მობილიზებაა - ხალხს ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. 

"სასტუმრო სტამბასთან არის ძალიან ბევრი ნიღბიანი პოლიციელი, ხალხს ჩხრეკენ! ფრთხილად!", - წერს დათიაშვილი ჯგუფ "დაიტოვეში".

კიდევ ერთი მოქალაქე, წერს:

"სტამბის წინ ააყუდეს ორი ბიჭი, ჩხრეკდნენ. მივედით ვიდეოს ვუღებდით და ერთ-ერთ გოგოს ხელიდან გამოგლიჯეს ტელეფონი და უპირებდნენ დაკავებას. ის ბიჭები წაიყვანეს უკვე და დააკავეს. სტამბის წინ ახლახან", - წერს მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი