"ჩატარდეს სრული გამოძიება და სასწრაფოდ დააკავონ პასუხისმგებელი პირები" | CPJ-ი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება და ხელისუფლებას სრული გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

CPJ აღნიშნავს, რომ "ტვ პირველის" რეპორტიორ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა, შემაშფოთებელია და დამნაშავეები სასწრაფოდ უნდა დააკავონ.

"საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დააკავოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს... "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას წინ უძღოდა "პუბლიკას" ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმა", - წერს CPJ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი