"ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს ცხელ ხაზზე" | ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ ბოლო 3 საათის განმავლობაში, თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

"თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება. ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. მათ შორის, 1 - სისხლით არის დაკავებული. ვცდილობთ გაგებას სად გადაიყვანეს", - წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი