"ჩემთან ერთად დაიჭირეს ბიჭი, რომელსაც სახლში ვტოვებდი აქციიდან. მისი ამბავი, არ ვიცი" | ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული მოქალაქე ხელწერილით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული მოქალაქე, თორნიკე მსხილაძე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მსხილაძე ავრცელებს.

"ჩემთან ერთად დაიჭირეს ბიჭი, რომელსაც სახლში ვტოვებდი აქციიდან. მე ხელწერილით გამომიშვეს და სასამართლო დამენიშნება. იმ ბიჭის ამბავი, არ ვიცი. გთხოვთ, იქნებ გაარკვიოთ, ვნერვიულობ. არ ვიცი ხელწერილით გამოვა თუ კაპეზეზე წაიყვანენ. პოლიციელები იყვნენ კარგად განწყობილი და არ მოუყენებიათ არც შეურაცხყოფა და არც ფიზიკური დაზიანება. ყველა კარგად გვექცეოდა. გაგვიმართლა გდდ რომ არ შეგვხვდა", - წერს მსხილაძე ჯგუფ "დაიტოვეში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი