
თბილისის საქალაქო სასამართლოში ექიმ გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ ახობაძე რამდენიმე დღის წინ, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან ბრუნდებოდა.
მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.