ვთვლი, რომ მათი დედაც ვარ ვინც ციხეშია, ვინც დასახიჩრებულია; ვერ გამტეხავს ვერავინ | ანდრო ჭიჭინაძის დედა

გამოქვეყნდა:

მსახიობები რეჟისორები და სახელოვნებო სფეროს სხვა წარმომადგენლები ამ წუთებში კინოს სახლთან არიან შეკრებილები. მათ კინოაკადემიის პრეზიდენტთან, ნიკა აბრამიშვილთან შეხვედრა სურთ და ორი მოთხოვნა აქვთ - დააფიქსიროს მკვეთრი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მხარდაჭერა გამოხატოს ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების მიმართ და ასევე, გაიხსნას კინოს სახლის კარი აქციების მონაწილეებისთვის რათა მათ საჭიროების შემთხვევაში თავი შეაფარონ შენობას.

ადგილზე იმყოფება რეჟიმის მიერ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა. მისი ინფორმაციით, ანდრო თავს კარგად გრძნობს:

"ყველგან დავდივარ და არ დავდივარ მარტო ანდროს გამო, ყველა ვინც არის დაზარალებული, ვინც ციხეშია, ვინც დასახიჩრებულია, მე ვთვლი, რომ მათი დედაც ვარ, მე ვერ გამტეხავს ვერავინ" ამბობს ლიკა გუნცაძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი