დაკავებულია 460 პირზე მეტი, 300-ზე მეტი დაექვემდებარა წამებას, ასაკი მერყეობის 15 -დან 60 წლამდე | არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

ნიღბიანი მოძალადეებისა და პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ორგანიზებული ძალადობა წამების ტოლფასია - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიმდინარე პროცესს ზედამხედველობას უწევენ. მესამე სექტორმა დღეს კონკრეტული ციფრები დაასახელა, საიდანაც ირკვევა, რომ  28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულია 460 პირზე მეტი და 300-ზე მეტი პირი დაკავებისა და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას:

28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულია 460 პირზე მეტი. აქედან 430 დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 31 სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველზე. 300-ზე მეტი პირი დაკავებისა და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. 80-ზე მეტ პირს დასჭირდა ჰოსპიტალში გადაყვანა. პირთა ასაკი მერყეობის დაახლოებით, 15 წლიდან 60 წლამდე. დაკავებულებს შორის, არის 10 უხო ქვეყნის მოქალაქე. მოსამართლეები მეტწილად მკაცრ სანქციებს იყენებენ...პასუხისგებაში მიცემულია, ამ ეტაპზე, 0 პოლიციელი. ამ ეტაპისთვის არის 92 ჟურნალისტი, რომელთა უფლებებიც შეილახა." აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, დაკავებულებისა და აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევის თითოეული  ფაქტი დოკუმენტირდება და მიეწოდება საერთაშორისო საზოგადოებას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი