გუშინ დააკავეს სპორტსმენი, რომელიც შეყვარებულთან ერთად იყო კინოში, შემდეგ გადაინაცვლეს მაკდონალდსში და ამ დროს მიუვარდნენ კრიმინალი პოლიციელები | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის პოლიციამ გასულ ღამეს ისეთი პირებიც დააკავა, რომლებიც აქციებზე არ იმყოფებოდნენ, ადვოკატების განცხადებით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეების შემოწმების მოტივით აჩერებენ, უტარებს ჩხრეკას და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით აკავებენ: 

გუშინ შსს-მ დააკავა ადამიანი, რომელიც არის სპორტსმენი, მორბენალი , რომელიც იყო შეყვარებულთან ერთად კინოში, შემდეგ გადაინაცვლეს მაკდონალდსში და ამ დროს მიუვარდნენ კრიმინალი პოლიციელები და ეს ბიჭი დააკავეს სრულიად უკანონოდ. რატომ დააკავეს არც თვითონ არ იცის, არც მე არ ვიცი არც საქმის მასალები არ ვიცით, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური მუხლია, 173-ე, თითქოს პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა." ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი