
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
"დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ადგილი არ აქვს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში", - განაცხადეს მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC).
გარდა ამისა, მომხსენებლებმა ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების მიმართ პოლიციის სისასტიკე დაგმეს.
"არსებობს დაუსჯელობის განცდა პოლიციის ძალადობისთვის და ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ, რაც მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, მათი ვალდებულებების შესაბამისად", - ამბობენ ისინი.
ცნობისთვის, მომხსენებლები თბილისში იანვრის დასაწყისში, ფაქტების დადგენის მიზნით ჩავლენ.